რუსეთის სკოლებში ყოველ დილით ქვეყნის დიდებისთვის ლოცვა შესაძლოა, კანონით დარეგულირდეს
რუსეთში განათლების კომისიას შესთავაზეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სკოლის მოსწავლეებმა გაკვეთილების წინ, ყოველ დილით რუსეთის დიდებისთვის უნდა ილოცონ. შესაბამისი ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ წარადგინა.
“ამერიკის შეერთებულ შტატების სკოლებში ყოველი სასწავლო დღე იწყება ამერიკის დიდებისთვის ლოცვით. ეს კანონი 150 წელზე მეტია, ამერიკაში მოქმედებს, მხოლოდ რამდენიმე შტატშია კანონი, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ, არ წარმოთქვან ლოცვა, თუ ეს მათ მრწამსს ეწინააღმდეგება, თვალსაზრისით. მე ვთავაზობ კომისიას, ანალოგიური კანონი შემოვიღოთ ჩვენც”, – თქვა მედინსკიმ.