პოლონეთი და სლოვენია გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარს ამბობენ

24 მარტს პოლონეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ, PGNiG-მ განმარტა, რომ რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის.

“ხელშეკრულება გადახდის პირობებს ადგენს. ერთ მხარეს სურვილისამებრ შეცვლის უფლება არ აქვს”, – თქვა PGNiG-ის გამგეობის ხელმძღვანელმა, პაველ მაიევსკიმ.

23 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, “რომ არამეგობრულ ქვეყნებში” გაზი რუბლებში გაიყიდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები