“ის ცოცხალია” – რუსეთის დუმაში ჟირინოსკის გარდაცვალების ფაქტს უარყოფენ

რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა პარტია ლდპრ-ის ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების ფაქტი უარყო.

მანამდე, შესაბამისი ინფორმაცია სოციალურ ქსელში სენატორმა ალექსანდრე პრონიუშკინმა გაავრცელა, თუმცა, რამდენიმე წუთში პოსტი წაშალა.

“მინდა, დავამშვიდო ყველა, ვისაც ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა აწუხებს – ის ცოცხალია. მისი მდგომარეობა მართლაც მძიმეა. დღეს მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა. ვღელავთ მის მდგომარეობაზე, ექიმები იბრძვიან მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ის ყოჩაღია. ვუსურვოთ მას მალე გამოჯანმრთელება”, – წერს პოლიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები