რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო: ჟირინოვსკის მდგომაროება სტაბილურია
ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უარყო რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ.
“ჟირინოვსკის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც სტაბილური, ექიმები აგრძელებენ შექმნილ ვითარებაში შესაძლო ყველა სამედიცინო დახმარებას”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად მისმა თანაპარტიელმა, ალექსანდრ პრანიუშკინმა თავის ტელეგრამ არხზე დაწერა, თუმცა, მოგვიანებით, შეტყობინება წაშალა. განცხადებას გამოეხმაურა დუმის სპიკერი – ვიაჩესლავ ვოლოდინი, რომელმაც უარყო ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობები.