გრიგოლ ვაშაძე: სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ვერ დაწყნარდება

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს გამოეხმაურა.

“სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება ციხეში, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ვერ დაწყნარდება და ვერ ჩამოყალიბდება ის ეროვნული ერთობა, რომელიც საჭირო არის იმისთვის, რომ კარს მომდგარ გამოწვევებს გავუმკლავდეთ ჩვენ”,- აცხადებს ვაშაძე.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები