Chatham House: უკრაინასთან ომს ბელარუსების მხოლოდ 3% უჭერს მხარს

Chatham House-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბელარუსთა უმრავლესობა უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას უჭერს მხარს. ამის შესახებ ბელარუსული გამოცემა  “ნაშა ნივა” იუწყება.

გამოცემის ცნობით, ბელარუსთა მხოლოდ 3%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა რუსეთთან ერთად უკრაინას უნდა ეომოს. რესპონდენტთა 67% ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის დაბომბვის წინააღმდეგია. გარდა ამისა, ბელარუსელთა უმრავლესობა არც რუსული ჯარების ბელარუსის ტერიტორიაზე ყოფნას უჭერს მხარს.

ამასთან, ბელარუსთა დაახლოებით 80% ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსებას ეწინააღმდეგება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები