საფრანგეთი ჰააგას უკრაინაში სამხედრო დანაშაულებების გამოსაძიებლად 500 ათას ევროს გამოუყოფს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) უკრაინაში ჩადენილი, შესაძლო დანაშაულებების გამოძიების მხარდასაჭერად 500 ათასს ევროს გადასცემენ.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ საფრანგეთი ასევე უზრუნველყოფს მოსამართლეებს, გამომძიებლებსა და ექსპერტებს, რათა დარწმუნდეს, რომ პროკურორს შეუძლია გამოძიების საუკეთესო პირობებში წარმართვა.

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი, ერიკ დიუპონ-მორეტი სხვა სახელმწიფოებს მოუწოდებს, სასამართლოს ფინანსური მხარდაჭერა გაზარდონ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში ჩადენილი, შესაძლო დანაშაულებების გამოძიება 2 მარტს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები