“ზელენსკი მისი ხალხის კარგი ლიდერია, ისინი გააერთიანა და მათი ხმა გახდა” – ჯონსონმა ზელენსკი ჩერჩილს შეადარა
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მის პოლიტიკურ გმირს, უინსტონ ჩერჩილს შეადარა.
ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.
ჯონსონმა თქვა, რომ მისი უკრაინელი კოლეგა ხალხის ხმა გახდა.
”ვფიქრობ, პრეზიდენტი ზელენსკი თავისი ხალხის ძალიან კარგი ლიდერია – მან გააერთიანა ისინი და მათი ხმა გახდა. მან იცის, როგორც ჩერჩილი ამბობდა საკუთარ თავზე, რომ შესაძლოა, ლომი არ იყოს, მაგრამ ღრიალის პრივილეგია აქვს. უკრაინელი ხალხია – ლომი და ის (ზელენსკი) მათ ნებას და დაუმორჩილებლობის გრძნობას ავლენს“, – თქვა ჯონსონმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მალე შეხვდება ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა, არ დაუზუსტებია, შეხვედრა ვიდეოფორმატში თუ პირისპირ შედგება.