ეროვნული სასახლის ინიციატივით საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ ახალგაზრდა კინოკრიტიკოსებისთვის სასწავლო კურსს იწყებს

ეროვნული სასახლის ინიციატივით საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ ახალგაზრდა კინოკრიტიკოსებისთვის სასწავლო კურსს იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.

“თუ გიყვარს კინოხელოვნება, რეცენზიების/ბლოგების წერა და გინდა 3 თვე პროფესიონალ კინომცოდნესთან ერთად კინოს ისტორიის შესწავლასა და რეცენზიებზე მუშაობას დაუთმო, დარეგისტრირდი 2022 წლის 4 აპრილამდე, გაიარე შესარჩევი კონკურსი და შემოუერთდი პროგრამის პირველ ნაკადს. სულ შეირჩევა ოცამდე ახალგაზრდა. პროექტის ფარგლებში შექმნილი რეცენზიები გამოქვეყნდება საიტზე www.filmeducation.ge ხოლო საუკეთესო მონაწილეები შეძლებენ დაესწრონ კინოჩვენებებს კინოთეატრ ამირანში და მიიღონ აკრედიტაციები კინოფესტივალ „თაობაზე“.

განხორციელების პერიოდი: აპრილი-ივნისი, 2022წ მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფი: 16-დან 20 წელი. რეგისტრაცია გრძელდება 2022 წლის 4 აპრილამდე. შერჩეულ მონაწილეთა ინფორმირება მოხდება 2022 წლის 5 აპრილს. შეხვედრები გაიმართება ფიზიკური ფორმით, ყოველ შაბათს ან კვირას, 16:30-დან 18:00-მდე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში (თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა N7). პროექტის ორგანიზატორი და მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მუზეუმების გაერთიანება, კულტურის და განათლების ფონდი, კინოთეატრი ამირანი, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები