თამარ გაბუნია: ეპიდემიოლოგიური სურათი უმჯობესდება

“ეპიდემიოლოგიური სურათი უმჯობესდება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე კვირა მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიამ ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„ეპიდემიოლოგიური სურათი უმჯობესდება. დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა 600-ზე ნაკლებია. ეს ტენდენცია “ომიკრონის” შემთხვევაში სხვა ქვეყნებმა გაიარეს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე კვირა მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება. ეს არ ნიშნავს, რომ რისკები მთლიანად იხსნება. ევროპის ქვეყნებში ისევ გრძელდება აქტიური აქცენტი ვაქცინაციაზე, იმუნური ფენის შენარჩუნებაზე. სტაბილური გაუმჯობესება მიიღწევა თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იმუნურ ფენას, ვაქცინაციის გზით მიღებულ იმუნიტეტს გავზრდით”,- აცხადებს გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები