ნინო წილოსანი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტ ელგუჯა მელაძეს და ასოციაციის წევრებს შეხვდა.
„დღეს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს მათივე თხოვნით შევხვდით. განვიხილეთ რიგი საკითხები, რომლებიც ფერმერების და აგრომიმართულებით მწარმოებლების ინტერესებს ეხება. საუბრის ძირითადი თემა აღნიშნულ სფეროში არსებული საკანონმდებლო რეალობა და მათი მხრიდან შემოთავაზებული ინიციატივები იყო. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე საკანონმდებლო ინიციატივების განხილვასა და დამუშავებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გელა სამხარაული.