“უკრაინაში ომი დანაშაულია, ეს პუტინის ომია” – ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომი არის დანაშაული.
მისი თქმით, ეს ვლადიმერ პუტინის ომია.
ამის შესახებ მან Zeit-თან საუბარში თქვა.
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა კანცლერი, აშშ-ის პრეზიდენტის მსგავსად, რომ პუტინი სახმედრო დამნაშავეა, შოლცი ამბობს: “ჩვენ ყველა ვთანმხდებით, რომ ეს ომი არღვევს ყველა წესს. ეს არის დანაშაული. ეს არის პუტინის ომი”.