უკრაინაში “კრიმინალური ავტორიტეტის” ავტომობილმა 4 ჯარისკაცი გადაარჩინა
რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელებს დახმარებას “ქურდული სამყაროს” წარმომადგენლებიც უწევენ. ინფორმაცია უკრაინულ ტელეგრამარხებზე ვრცელდება.
მართალია, ეს დახმარება შესაძლოა, მათი სურვილის საწინააღმდეგო იყოს, თუმცა, რომ არა ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის, ანდრეი ნეძელსკოვის, იგივე “ნეძელის” ბრონირებული მანქანა, გუშინ ირპენთან მომხდარი მორიგი შეტაკებისას 4 უკრაინელი ჯარისკაცი, რომელმაც თავი “ნეძელის” “გელენდვაგენს” შეაფარა, დაიღუპებოდა.