Politico-მ ზელენსკი ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა

ამერიკული პოლიტიკური ჟურნალის, Politico-ს მკითხველები მიიჩნევენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპაში ყველაზე გავლენიანი ადამიანია.

Politico-ს ერთ-ერთმა მკითხველმა უკრაინის პრეზიდენტს “იმედის სხივი” უწოდა, რომელიც მშვიდობის, დემოკრატიისა და წესიერებისკენ ისწრაფვის.

გამოკითხვა ონლაინ ხმის მიცემის ფორმატში ჩატარდა.  ჯამურად, სიაში 28 პოლიტიკოსი შევიდა, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი, ევროკომისიის პრეზიდენტი – ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები