პარიზის მერიამ კიევს “საპატიო მოქალაქის” სტატუსი მიანიჭა

პარიზის მერიამ უკრაინის დედაქალაქ კიევისთვის „საპატიო მოქალაქეობის“ მინიჭებას ერთხმად დაუჭირა მხარი. ამის შესახებ პარიზის მერმა, ენ იდალგომ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის მსოფლიოში პირველი შემთხვევა, როდესაც პარიზის საბჭომ „საპატიო მოქალაქის“ სტატუსი სხვა ქალაქს მიანიჭა.

„ამ გამონაკლისის სახით, რომელიც ქალაქს პირველად მიენიჭა, პარიზი გამოხატავს მეგობრობას და მხარდაჭერას უკრაინის დედაქალაქის მიმართ, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის“, – წერს პარიზის მერი “ტვიტერზე”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები