ჯანმო: უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთმა 62 სამედიცინო დაწესებულებაზე მიიტანა იერიში

უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთმა 62 სამედიცინო დაწესებულებაზე მიიტანა იერიში, რომლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს

მათივე ცნობით, პოლონეთში გადასულ ნახევარ მილიონამდე ლტოლვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

ამასთან, მედიცინის მუშაკთა ინფორმაციით, უკრაინიდან გადმოსულ ბავშვებსა და დედებს გამოფიტვისა და დეჰიდრაციის ნიშნები აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები