“მოლაპარაკების პროცესს აჭიანურებს” – დუმაში რეფერენდუმის შესახებ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურნენ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ალექსეი ჩეპამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყანაში რეფერენდუმზე საუბრისას ცდილობს, გააჭიანუროს მოლაპარაკების პროცესი, რაც აშშ-ის ხელს აძლევს, რადგან ყოველივე ეს ორივე მხარეს ადამიანურ მსხვერპლს გაზრდის.

ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უსაფრთხოების გარანტიებთან, ყირიმსა და დონბასთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან მიღწეულ ყველა კომპრომისს რეფერენდუმზე გაიტანს.

ჩეპას თქმით, ზელენსკი “მოლაპარაკებების პროცესს აჭიანურებს”.

“ის ამას ადრეც აკეთებდა. ის ამას პრეზიდენტობის ორი წლის განმავლობაში აკეთებდა, როდესაც ნორმანდიულ ფორმატში მონაწილეობდა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გაჭიანურება შეერთებული შტატების სასარგებლოა, როდესაც ორივე მხარე განიცდის ზარალს და მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები