ოკუპანტებმა სევეროდონეცკში მაღაზიასთან, პროდუქტების რიგში ხალხს ცეცხლი გაუხსნეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში მაღაზიასთან, პროდუქტების რიგში მყოფ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს – ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.
მისივე ცნობით, არიან დაშავებულები და დაღუპულები – რაოდენობის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.