ალეკო ელისაშვილი: უკრაინაში ჩამოვედით მოხალისეებად, საძაგელ დამპყრობლებთან საომრად და ნებისმიერი საუბარი რაიმე ფულზე ჩვენთვის შეურაცხმყოფელია

“უკრაინაში ჩამოვედით მოხალისეებად, საძაგელ დამპყრობლებთან საომრად და ნებისმიერი საუბარი რაიმე ფულზე არის ჩვენთვის შეურაცხმყოფელი!”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“რამდენიმე ჟურნალისტმა მკითხა და სხვებიც მწერენ, უცხოურ ლეგიონში რამდენს იღებთ ანაზღაურებასო. კონტრაქტი კი გავაფორმეთ და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩაგვრიცხეს, მაგრამ არავის ქართველებიდან (სხვებზე ვერაფერს ვიტყვი) კითხვაც კი არ დაგვისვამს, რამე ანაზღაურება იქნება თუ არა. უფრო მეტიც, ბიჭებს რომ ვკითხე, ყველა შეურაცხყოფილი დარჩა. ჩემს და მათ პოზიციას გეტყვით – ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით მოხალისეებად, საძაგელ დამპყრობლებთან საომრად და ნებისმიერი საუბარი რაიმე ფულზე არის ჩვენთვის შეურაცხმყოფელი!

სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!”, – წერს ელისაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები