რუსეთთან ყველა შეთანხმებას ზელენსკი რეფერენდუმზე გაიტანს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანაში საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება იმ კომპრომისებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებისას შეიძლება, იყოს მიღწეული.

ამის შესახებ მან უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა ჯგუფს ავუხსენი: როდესაც ყველა ამ ცვლილებაზე საუბრობთ და ეს შეიძლება, იყოს ისტორიული, რეფერენდუმს ვერსად გავექცევით. ხალხმა უნდა თქვას და პასუხი გასცეს კომპრომისების გარკვეულ ფორმატებზე. მაგრამ როგორი იქნება ისინი – ეს უკვე ჩვენი საუბრისა და ურთიერთგაგების საკითხია უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებაში. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, მე მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო, თუ ეს გზა ჩვენს ხალხთან იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები