ჯანდაცვის მინისტრი: კოვიდკლინიკები, ასეთი სახელწოდებებით და გარანტირებული ფინანსური ანაზღაურებით, როგორც აქამდე იყო, აღარ არის

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით,​ კოვიდკლინიკები, რომელთაც გარანტირებული ფინანსური ანაზღაურება ჰქონდათ, ძველი სახით აღარ არსებობს.

„კოვიდკლინიკები, ასეთი სახელწოდებებით და იმ გარანტირებული ფინანსური ანაზღაურებით, როგორც აქამდე იყო, დღეს ასე აღარ არის. 1-ელი მარტიდან გაკეთებული პროგნოზების მიხედვით, ეტაპობრივი ჩახსნა გავაკეთეთ. დღეისთვის, ყველა კლინიკა, ვინც მოგვმართა, 40-მდე ასეთი კლინიკაა, ფაქტობრივი ანაზღაურებითაა. ანუ პაციენტს, ვისაც უმკურნალებს, მხოლოდ იმაში ვუხდით თანხას და არა – დაუკავებელ საწოლებზე, როგორც აქამდე იყო“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები