“ოკუპანტის ავიაციამ უკრაინის ცაზე აქტივობა შეამცირა” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა 20 მარტს ოკუპანტის 7 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.

კერძოდ, ჩამოგდებულია ერთი თვითმფრინავი, 4 უპილოტო საფრენი აპარატი და ორი ფრთოსანი რაკეტა. გარდა ამისა, ბომბდამშენებმა და გამანადგურებლებმა ხმელეთზე მტრის ტექნიკა დაბომბეს და მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს მის ცოცხალ ძალას.

ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის ძალებს პოზიციების მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდიათ.

“ამავდროულად, მტრის მიერ ავიაციის გამოყენების ინტენსივობა მცირდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები