რუსმა ოკუპანტებმა რივნეს რეგიონში პოლიგონზე ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს
რუსმა ოკუპანტებმა რივნეს რეგიონში სამხედრო პოლიგონი დაბომბეს.
ამის შესახებ ინფორმაცია რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კოვალმა გაავრცელა.
„ომის 26-ე დღე. რივნეში დღეს საჰაერო განგაშის ხმა სამჯერ გაისმა. სამხედრო პოლიგონზე ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა”, – დაწერა მან.
სარაკეტო იერიში, დაახლოებით 2:30 საათზე განხორციელდა.
ადგილზე სპეციალური კომისია მუშაობს, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.