უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ
რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ, საქართველოს მოქალაქეებს: გია ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავას სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ. შესაბამისი პროცედურა უკვე დაწყებულია, თუმცა, ზუსტი დრო ცნობილი არ არის.
ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, 18 მარტს უკრაინის ქალაქ ირპენში ორი ქართველი ჯარისკაცი, გია ბერიაშვილი და დათო რატიანი უკრაინის დასაცავად დაიღუპნენ. ხოლო, 19 მარტს, დილით ბახვა ჩიქობავა თავდასხმას მარიუპოლში ემსხვერპლა.