სუმში ქიმიური ქარხნის დაბომბვის შედეგად ამიაკმა გაჟონა

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით სუმში მდებარე, “სუმიხიმპრომის” ქიმიური ქარხანა დაბომბეს, რის შედეგად ამიაკის გაჟონვა დაფიქსირდა.

მაშველები აღნიშნავენ, რომ დაზიანებულია ამიაკის რეზერვუარი.

ადგილობრივი დროით 07:30 საათის მდგომარეობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ქვედანაყოფები ამიაკის ღრუბლის მოგერიებას აგრძელებენ.

ავიადარტყმის შედეგად, ქარხნის თანამშრომელი დაშავდა.

სამაშველო სამსახურში აღნიშნავენ, რომ ამიაკის გაჟონვის გამო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები