უკრაინის მოქალაქეებისთვის ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დათვალიერება უფასო გახდა
უკრაინის მოქალაქეები დღეიდან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დათვალიერებას უფასოდ შეძლებენ – ინფორმაციას ამის შესახებ ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“აღნიშნული გადაწყვეტილებით ბოტანიკური ბაღი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. არა ომს. მშვიდობა მსოფლიოს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი პირველი თებერვლიდან გახდა.