რუბეჟნოეში თავდასხმის შედეგად საცხვრებელი კორპუსი დაინგრა -დაღუპულია 2 ბავშვი და ქალი

ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ქალაქ რუბეჟნოში სახლის ნანგრევების ქვეშ სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის, ორი ბავშვია და ერთი ქალი. ასევე დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლი.

„ნანგრევებიდან თავდაპირველად ორი  ბავშვი ამოვიყვანეთ სასიცოცხლო ნიშნების გარეშე, ჩავუტარეთ რეანიმაცია, მაგრამ, სამწუხაროდ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მაშველებმა განაგრძეს ნანგრევების გასუფთავება და კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს. მედიკოსებმა ქალის გარდაცვალება დააფიქსირეს, ბავშვი კი გადარჩა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები