CNN: რუსები სამხედრო პოზიციების დასაცავად კიევთან სანგრებს თხრიან

Maxar Technologies-ის ანალიზისა და თანამგზავრების მიერ გადაღებული კადრების მიხედვით, რუსი სამხედროები კიევის მახლობლად საკუთარი ტექნიკის გარშემო სანგრებს თხრიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

თანამგზავრის კადრების მიხედვით, აღნიშნული სანგრები ავიაბაზა „ანტონოვის“ რაიონშია.

სოფელ ზდვიჟოვკასა და ბერესტიანკაში ასევე ჩანს დამატებითი რუსული სამხედრო ტექნიკა და რამდენიმე სანგარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები