ზელენსკი: ომი უნდა დავამთავროთ – უკრაინის შემოთავაზება მზადაა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში, უნდა დამთავრდეს. აღნიშნულის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ომი უნდა დავამთავროთ. უკრაინის შემოთავაზება – მაგიდაზეა. მომდევნო დღეებში გავაგრძელებ მსოფლიო ლიდერებთან საუბარს და მოწოდებას უკრაინის მშვიდობისკენ. სამომავლოდ მივმართავ შვეიცარიელებს, ხალხსა და სახელმწიფოს. დაგეგმილია ასევე მიმართვა ისრაელთან, იტალიასთან და იაპონიასთან. მსოფლიომ უნდა იცოდეს უკრაინის პოზიცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს დამცველებს, უკრაინის დამცველებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები