მიხეილ სააკაშვილი: გრიგოლ ვაშაძეს, ბრწყინვალე დიპლომატს ვთხოვე, მიიღოს მონაწილეობა ჩემი საკითხის გადაწყვეტაში დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო პარტნიორებთან
“მე ვთხოვე გრიგოლ ვაშაძეს, ჩემს ძველ თანამებრძოლს და ბრწყინვალე დიპლომატს, მიიღოს მონაწილეობა ჩემი საკითხის გადაწყვეტაში დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო პარტნიორებთან”, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი.
“სახალხო დამცველსა და “ემპათიასთან” ერთად, მანაც შეუწყო ხელი იმას, რომ ბოლოს და ბოლოს, გამოკვლევებისთვის ნამდვილ სამოქალაქო კლინიკაში გადამიყვანეს, სადაც დადასტურდა ყველა კონსილიუმის გამოტანილი დიაგნოზი.
ახლა გიამ ჩემთვის საჭირო მკურნალობის გადაწყვეტის საკითხიც ითავა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მის მიერ ვერ გადაწყდება, მაგრამ მინდა, იცოდეთ, რომ იმ პირობებშიც კი, როცა გია აღარაა ჩვენს პარტიაში, ადამიანური მიდგომები და წესიერება შეინარჩუნა. უბრალოდ მადლობის დაწერა მსურდა”,- ნათქვამია მიმართვაში.