დავით მათიკაშვილი – ვახტანგ გომელაურს: სახელმწიფო საზღვრის დაცულობის და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოდინების კუთხით რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში

„რეგიონში მძიმე საომარი ვითარებაა შექმნილი. ცოტა ხნის წინ უკრაინაში არსებული ომის ფონზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით იყო ცნობა, რომ, თითქოს, ქვეყანას კვეთენ დიდი რაოდენობის რუსეთის მოქალაქეები და ეს შემოდინება ქვეყანაში ხდება გარკვეული სისტემის კონტროლის გარეშე.

მინდა, გთხოვოთ, სახელმწიფო საზღვრის დაცულობის და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოდინების კუთხით გვითხრათ, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში. არის თუ არა მართლაც რეალურად ამ მოქალაქეების რაოდენობა დიდი და რა პრევენციული ზომების მიღება ხდება ჩვენ მხრიდან იმისთვის, რომ სახელმწიფო საზღვარი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული”, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.

დეპუტატმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს ქვეყნის მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვისთვის გაწეული სამსახურისთვის, ასევე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები