ანა ბუჩუკური – ვახტანგ გომელაურს: ეთანხმებით თუ არა პრემიერ ღარიბაშვილს, რომ თურმე უკრაინის ხელისუფლებამ ომი ვერ აიცილა?

ეთანხმებით თუ არა პრემიერ ღარიბაშვილს, რომ თურმე უკრაინის ხელისუფლებამ ომი ვერ აიცილა? – ამ კითხვით მიმართა პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში მყოფ, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს.

ბუჩუკურის შეფასებით, მინისტრის გამოსვლამ მის „ძალიან დაბალ მოლოდინსაც კი გადააჭარბა”.

“მართალი გითხრათ, დღეს რამე განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონია, მაგრამ ამ ჩემს ძალიან დაბალ მოლოდინსაც გადააჭარბეთ. საუბრობთ რაღაც რეფორმებზე, თუმცა, არ იმჩნევთ იმას, რომ მაგალითად ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტიდან თანამშრომლები უბრალოდ გარბიან  რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას – პირველ რიგში, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივნისგან მინდა, მოვისმინო კონკრეტული პასუხები – ეთანხმებით თუ არა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოში რისკები არ არსებობს უსაფრთხოების თვალსაზრისით – ეთანხმებით თუ არა პრემიერ ღარიბაშვილს, რომ თურმე დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ მუშაობს? ესეც კონკრეტული კითხვა და კონკრეტული პასუხი გვჭირდება.. – ეთანხმებით თუ არა პრემიერ ღარიბაშვილს, რომ თურმე უკრაინის ხელისუფლებამ ომი ვერ აიცილა? გულწრფელი ვიქნები, რომ ამაზეც არ ველი განსაკუთრებულ პასუხს თქვენი მხრიდან, მაგრამ იქნებ ამ კონკრეტულ კითხვებზე მაინც გაგვცეთ კონკრეტული პასუხები. მე კი არ უნდა გამცეთ, არამედ ეს პასუხები უნდა გასცეთ საქართველოს მოქალაქეებს” – მიმართა ბუჩუკურმა გომელაურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები