2022 წლის 16 მარტს ეროვნულ სასახლესა და მუზეუმების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2022 წლის 16 მარტს, ეროვნულ სასახლესა და მუზეუმების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ეროვნული სასახლე ავრცელებს.
მათივე ცნობით, დოკუმენტს ხელი ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ და მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინო სანადირაძემ მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს „გაერთიანებასა“ და „სასახლეს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კვლევითი თანამშრომლობის განვითარებას და ერთობლივი პროექტების, გამოფენების, კონფერენციების და სხვა საქმიანობის განხორციელებას; მხარეები მზადყოფნას აცხადებენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებასა და საერთო პროექტების განხორციელებაში; პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე დაყრდნობით, ხელს შეუწყობენ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების, გამოფენებისა და სხვა საქმიანობების ერთობლივ განხორციელებას.