უკრაინა ევროპის ენერგეტიკული საბჭოს წევრი გახდა
უკრაინა ენერგეტიკული ევროსაბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
“უკრაინა ევროპის ენერგეტიკული საბჭოს წევრი გახდა, რითაც დასრულდა უკრაინისა და ევროპის ენერგოსისტემების გაერთიანება. ამიერიდან უკრაინის ელექტროენერგია მიდის ევროპაში და პირიქით”, – წერს ზელენსკი “ტვიტერზე”.
🇺🇦 has become a member of 🇪🇺 Energy Union. The unification of 🇺🇦 & 🇪🇺 energy systems has been completed. Now 🇺🇦 electricity flows in 🇪🇺 & vice versa. Grateful to 🇪🇺 members, personally to @vonderleyen, @KadriSimson & everyone, thanks to whom we now have a single energy system!
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 16, 2022