ჯანდაცვის მინისტრი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იმ სერვისებს გაეცნო, რასაც სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტებისთვის აფინანსებს

ჯანდაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იმ სერვისებს გაეცნო, რასაც სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტებისთვის აფინანსებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, კლინიკის გენერალურ დირექტორ ლაშა ბაზაძესა და პაატა კურტანიძესთან ერთად, რადიოთერაპიის დეპარტამენტი, ასევე, ინსულტისა და ბირთვული მედიცინის ცენტრები დაათვალიერა.

“ზურაბ აზარაშვილი უახლესი აპარატურის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო, რომელთა საშუალებითაც ონკოპაციენტებს მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის, ასევე, უმნიშვნელოვანესი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ.

აღნიშნულ სერვისებს, ჯანდაცვის სამინისტრო, ძირითადად, სრულად აფინანსებს, რითაც მაღალტექნოლოგიური მომსახურებები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ხდება მოქალაქეებისთვის.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სამინისტრო მზადაა, ახალი პროგრამებიც დაიწყოს, რათა პაციენტებისთვის კიდევ უფრო მეტი სერვისი გახდეს ხელმისაწვდომი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები