გია ნოდია – ზურაბიშვილზე: რაც უნდა თქვას სააკაშვილის შეწყალებაზე, ის ხდება ოპოზიციის “სიტუაციური მოკავშირე”
რაც უნდა თქვას სააკაშვილის შეწყალებაზე, ის ხდება ოპოზიციის “სიტუაციური მოკავშირე”, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი, გია ნოდია პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენებას.
”ფაქტობრივად, “ოცნების” დასმული პრეზიდენტისგან ისაა გასაკვირი, რომ თავის პარტიას გადაუარა და, არსებითად, გაემიჯნა. ოპოზიციასაც რომ ბალანსისთვის თუ გულწრფელად გააკრიტიკებდა, ეს არაა გასაკვირი და მოულოდნელი.
მთავარია არა ის, ეთანხმები თუ არა ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციის ქმედებების შეფასებას, არამედ ის, რომ პრეზიდენტის მხრიდან კრიტიკა მთავრობის მორალური იზოლაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია (სხვა საკითხია, რამდენად მნიშვნელოვანი). ამას “ოცნება” ვეღარ წაუყრუებს (როგორც აქამდე ცდილობდა სალომეს “დისიდენტური” გამოსვლების მიმართ). რაც არ უნდა თქვას ზურაბიშვილმა სააკაშვილის შეწყალებაზე თუ ფქვილის შეყრაზე, ობიექტურად ის ოპოზიციის “სიტუაციური მოკავშირე” ხდება,” – წერს გია ნოდია Facebook-ში.