ომბუდსმენი: პრეზიდენტმა პარლამენტში ბევრი სწორი აქცენტი დასვა
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ეხმაურება.
”ვესწრებოდი პარლამენტში პრეზიდენტის მიმართვას და მას პირადადაც გადავუხადე მადლობა გაბედული გამოსვლისთვის. ბევრი სწორი აქცენტი გააკეთა და ზოგიერთი საკითხი შემაშფოთებლად დამაფიქრებელიც იყო”, – წერს სოციალურ ქსელში ობმუდსმენი.