რომან გოცირიძე: პუტინს შავი დღე ელის, ადრე თუ გვიან ისტორიაში შევა, როგორც ჰიტლერის კარიკატურა

“პუტინს ელის შავი დღე. ადრე თუ გვიან, ის ისტორიაში შევა, როგორც ჰიტლერის კარიკატურა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეულ ეტაპზე, საზოგადოება გამოფხიზლდება.

“რუსეთის მტერი გახდა პუტინის ყველაზე ახლო წრე, ოლიგარქებმა ზოგმა ძარცვით, ზოგმა შრომით დააგროვა ქონება, ზოგიერთი “ფორბსის” მილიარდერების სიაშიც კი მოხვდა, პუტინმა კი გააკოტრა ისინი, ჩაკეტა ამ რუსულ წუმპეში და ეს მილიარდერები ლონდონში და ნიუ იორკში ფრენის ნაცვლად იფრენენ პენზაში, ამ მდგომარეობაში ჩააგდო პუტინმა. ამიტომ, რაღაც ეტაპზე საზოგადოებაც გამოფხიზლდება, სამხედროები კატასტროფულ მარცხს განიცდიან, 12 000 მკვდარი ჰყავთ 2 კვირაში, როცა ავღანეთში წლების განმავლობაში იყო ამდენი. ყველა ვხედავთ, როგორ გადაიქცა ჯართად მათი ტექნიკა”, – განაცხადა გოცირიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები