რუსეთის თავდაცვა: უკრაინაში აშშ-ის ბიოლაბორატორიებში კორონავირუსთან დაკავშირებული ექსპერიმენტები ჩატარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, აშშ-ის მიერ უკრაინაში შექმნილ ბიოლაბორატიებში ღამურების კორონავირუსთან დაკაშირებული ექსპერიმენტები ტარდებოდა.

ამის შესახებ სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-მაიორმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

„როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, უკრაინაში შექმნილ და დაფინანსებულ ბიოლაბორატორიებში ღამურების კორონავირუსთან დაკავშირებული ექსპერიმენტები ტარდებოდა”, – განაცხადა კონაშენკოვმა.

უწყების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აშშ-ის პროექტმა, რომელიც ითვალისწინებდა “რუსეთსა და უკრაინას შორის, ასევე, სხვა მეზობელ ქვეყნებში მიგრირებული გარეული ფრინველების მიერ პათოგენების გადაცემის შესწავლას”.

მისი თქმით, დოკუმენტების მიხედვით, “ამერიკული მხარე გეგმავდა 2022 წელს უკრაინაში ფრინველების, ღამურების და ქვეწარმავლების პათოგენებზე მუშაობის ჩატარებას, რომ შეესწავლა მათ მიერ, შემდგომში, ღორის აფრიკული ჭირისა და ჯილეხის გადატანის შესაძლებლობები”.

“ამ და სხვა ბიოლოგიური კვლევის მიზანია სასიკვდილო პათოგენების ფარული გავრცელების მექანიზმის შექმნა”, – დაასკვნა გენერალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები