ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება ომის დაწყების შემდეგ ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

მოლაპარაკება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მიწვევით იმართება. შეხვსდრას ესწრება, ასევე, თურქეთის პირველი დიპლომატი.

ცნობილია ოფიციალური კიევის მოთხოვნები – ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინის ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები