სამხრეთ კორეას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატიული ხალხის ძალის პარტიის (PPP) კანდიდატმა, იუნ სოკ იოლმა გაიმარჯვა. მან ხმების 48,6% მიიღო და მის მეტოქეს, მმართველი, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ი ჯე მიონს 0.6%-ით აჯობა.

იუნ სოკ იოლი კორეის ისტორიის მანძილზე პირველი პრეზიდენტია, არასდროს ყოფილა ეროვნული ასამბლეის წევრი. 2019-2021 წლებში იუნი იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას, რა დროსაც ის კორუფციასთან ბრძოლით იყო ცნობილი. მან მთავარი როლი შეასრულა პატიმრობაში მყოფი კორეის ყოფილი პრეზიდენტის, პაკ გიონ ჰე-ს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმის გამოძიებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები