მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
2026 წლის 22 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და მისასალმებელი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას, – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით ხორციელდება. საქართველო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა 2026 წლის 4 სექტემბრამდე იქნება, რის შემდეგაც თავმჯდომარეობას გაერთიანებული სამეფო გადაიბარებს.