“მწამებლებსა და ქვეყნის მოღალატეებს საქართველოს მოსახლეობა არავითარ შემთხვევაში ხელისუფლებასთან არ მიუშვებს, ქვეყნის მართვას არ ანდობს” – გორდულაძე
“სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას მათთვის ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს – პოზიციები ერთმანეთში ვერ გაუყვიათ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ეს დამოკიდებულება არახალია და ისევ და ისევ მიმართულია იმისკენ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებმა ნიუსები შექმნან და რეპორტაჟები მოამზადონ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, „ტყუილებს რომ მოკლე ფეხები აქვს, წესით, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ.
“მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდნენ. ხელისუფლების დამხობა რომ არ გამოუვიდათ, ეს უკვე რევოლუციური მცდელობების ჩავარდნითაც დასტურდება. ნულს რაც არ უნდა მიაბა, ყველა შემთხვევაში მაინც ნულად დარჩება. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რაც არ უნდა დაიშალოს თავისი პატრონების დავალებით, დაიქსაქსოს და შემდეგ გაერთიანდეს, საბოლოოდ მათი წარმატების შანსი ნულია. მწამებლებსა და ქვეყნის მოღალატეებს საქართველოს მოსახლეობა არავითარ შემთხვევაში ხელისუფლებასთან არ მიუშვებს, ქვეყნის მართვას არ ანდობს“, – განაცხადა გორდულაძემ.