კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია 25 აპრილს სრულდება
“შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია, რომელიც 25 აპრილის ჩათვლით გრძელდება”, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
მათივე ცნობით, კანდიდატებს, რომლებიც რეგისტრაციის გავლას აღნიშნულ ვადაში ვერ მოახერხებენ, შესაძლებლობა ექნებათ, გვიანი რეგისტრაცია 26 აპრილიდან 28 აპრილის 16:00 საათამდე გაიარონ.
“კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდები – KET/KET FS, PET/PET FS, FCE/ FCE FS, CAE, TKT და YOUNG LEARNERS EXAM (STARTERS, MOVERS, FLYERS) ივნისის თვეში ჩატარდება.
კემბრიჯის გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე CB PET, CB FCE და CB CAE რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 1 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით, გვიანი რეგისტრაცია კი – 16 ივნისიდან 17 ივნისის 16:00 საათამდე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოში კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული შეფასების ხელმისაწვდომობას ქვეყანაში. აპლიკანტების ინგლისური ენის ცოდნის დონე თანამედროვე საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.