რუსებმა ზაპოროჟიეს საოლქო საბჭოს დეპუტატი გაიტაცეს
შეიარაღებულმა რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს საოლქო საბჭოს დეპუტატი, ლეილა იბრაჰიმოვა გაიტაცეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
არსებული ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა იბრაჰიმოვა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს.
“დილის 6 საათზე რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული პირები ზაპოროჟიეს საოლქო საბჭოს დეპუტატის, ძირძველი ყირიმელი თათრების წარმომადგენლის, ლეილა იბრაჰიმოვას სახლში შეიჭრნენ და იგი გაურკვეველი მიმართულებით გადაიყვანეს“, – წერს ყირიმელი თათრების მეჯლისის წევრი, ესკენდერ ბარიევი სოციალურ ქსელში.