Sony რუსეთში PlayStation-ისა და კომპიუტერული პროგრამის გაყიდვას წყვეტს

ვიდეო თამაშებისა და კონსოლების მწარმოებლები – Sony და Nintendo რუსულ ბაზარზე მუშაობას წყვეტენ.

Sony-ში აცხადებენ, რომ რუსეთში ყველა სათამაშო კონსოლისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებას წყვეტენ, რათა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ. ამასთან, იხურება PlayStation Store-ი – თამაშების გადმოსაწერი ონლაინ მაღაზია.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის დასახმარებლად Save the Children-სა და გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს 2 მილიონ დოლარს გადაურიცხავენ.

რუსეთის ბაზარს ტოვებს იაპონური თამაშების მწარმოებელი Nintendo-ც. კომპანიის წარმომადგენელმა France Presse-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია რუსეთში საქონლის მიწოდებას დროებით შეაჩერებს იმის გამო, რომ ონლაინ მაღაზიიდან რუბლებში გადახდებს ვეღარ იღებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები