კულება და ლავროვი თურქეთში ჩავიდნენ – დღეს მათ შორის მოლაპარაკება გაიმართება
დღეს თურქეთში, ქალაქ ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება ომის დაწყების შემდეგ ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
BBC-ს ცნობით, მხარეები უკვე თურქეთში არიან. მოლაპარაკება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მიწვევით გაიმართება.
ცნობილია ოფიციალური კიევის მოთხოვნები – ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინის ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება. ამ შეხვედრასთან ერთად, ოფიციალური კიევი გერმანიის კანცლერს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებაში დახმარებას სთხოვს.