ხარკოვთან საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 2 ბავშვია

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხარკოვთან ახლოს საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი ბავშვი.

თავდასხმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ სლობოჟანსკეში მოხდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავებული ხუთი წლის გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
უწყების ცნობით, სამაშველო ოპერაცია დღეს დილიდან განახლდა. მაშველები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები