ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხე, 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის, პლატფორმასთან – „ახალგაზრდები ნატოში ინტეგრაციისთვის“ – ერთად იწყებს ახალ პროექტს: „ნატო-ს მეგობართა კლუბი – 2022

ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხე, 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის, პლატფორმასთან – „ახალგაზრდები ნატოში ინტეგრაციისთვის“ – ერთად იწყებს ახალ პროექტს: „ნატო-ს მეგობართა კლუბი – 2022 / NATO Friends Club – 2022”, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს აშშ-ის საელჩო საქართველოში და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. პროექტი მიზნად ისახავს თბილისში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირებასა და ცნობიერების ზრდას ნატო-ს ისტორიის, სტრუქტურის, მისიების, ფუნქციების, შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, ნატო-ს განვითარების პერსპექტივებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ. კლუბის ტრენინგების ძირითად ნაწილს პლატფორმა „ახალგაზრდები ნატოში ინტეგრაციისთვის“ დამფუძნებლები, ნაწილს კი ექსპერტები გაუძღვებიან. შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკულ კუთხეში. პროექტი აგრეთვე მოიცავს დებატების ტურნირსა და მინისტერიალის მოდელირებას, ასევე, ვიზიტებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმსა და სახელმწიფო სტრუქტურებში. პროექტი განხორციელდება მარტი-ივნისის პერიოდში.

კერძო/საჯარო სკოლის მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეების, ან უნივერსიტეტის პირველი, მეორე კურსის სტუდენტთა საყურადღებოდ: გსურთ, მიიღოთ საფუძვლიანი ცოდნა ნატო-ს შესახებ და ჩაერთოთ საინტერესო აქტივობებში? მაშინ ეს პროექტი თქვენთვისაა, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები