Heineken რუსეთში ოპერირებას წყვეტს

რუსეთში ოპერირებას კიდევ ერთი უმსხვილესი ბრენდი – Heineken წყვეტს.

ჰოლანდიურ ლუდსახარშ კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსეთში Heineken-ის ბრენდის ლუდის გაყიდვას, წარმოებასა და რეკლამას აჩერებენ.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, რუსულ ბაზრებზე ოპერაციებიდან ფინანსურ სარგებელს აღარ მიიღებენ.

ამასთან, კომპანია გააძლიერებს მხარდაჭერას და შემოწირულობებს პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები